ფლორენციის ჩრდილოეთით მიწისძვრა მოხდა. შედეგად გადაიდო და გაუქმდა არაერთი სარკინიგზო რეისი, მათ შორის ჩქაროსნული მატარებლებისაც. მიწისძვრის სიმძლავრემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინდა. მისი ეპიცენტრი აპენინის მთებში იგი. ბიძგები ადგილობრივი დროით ღამის 3:30 საათზე დაფიქსირდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სარკინიგზო რეისები უსაფრთხოების მიზნით გაუქმდა, ვინაიდან უნდა შეამოწმონ სრული ინფრასტრუქტურა და ნახონ არის თუ არა დაზიანება.