ფლორიდის შტატში, ქალაქ პასკოში მეხანძრეები ტყის ხანძარს ებრძვიან. სტიქიის ზონაში ადგილობრივმა მთავრობამ სახანძრო დახმარების ათობით ბრიგადა გაგზავნა. ადგილობრივი მედიის ცნობით შესაძლოა ხანძარმა დასახლებულ პუნქტს მიაღწიოს. ოფიციალური პირების განცხადებით ცეცხლმა 50 ჰექტარი მიწის ფართობი მოიცვა. შესაბამისმა სამსახურებმა მიმდეარე ტერიტორიაზე გზა გადაკეტეს. ამ დროისთვის დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილობრივი მთავრობა საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობის უსაფრთხო ადგილას გადასაყვანად მზადაა.