„ფოლკსვაგენმა“ თურქეთში მილიარდ 3 მილიონი ევროს ღირებულების ავტომწარმოებელი ქარხნის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დროებით გადადო.
გერმანული ავტომწარმოებელი კომპანიის გადაწყვეტილება თურქეთის მიერ სირიის ჩრდილო ნაწილში დაწყებულ სამხედრო ოპერაციას უკავშირდება, რამაც ფართო საერთაშორისო გამოხმაურება გამოიწვია.ცნობისთვის, „ფოლკსვაგენმა“ თურქეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მანისაში თავისი ქვედანაყოფი ოქტომბრის დასაწყისში გახსნა და ამით ქვეყანაში თავისი ავტომობილების წარმოების დაწყებას ჩაუყარა საფუძველი.
საწარმოს გახსნის გადადება შესაძლოა, მნიშვნელოვანი დარტყმა აღმოჩნდეს თურქეთისთვის, რომელიც გერმანიას თავის ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორად განიხილავს.