ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აქტივების წმინდა ღირებულება ერთ თვეში 1 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს. დაახლოებით ერთი თვის წინ, ამერიკის პრეზიდენტის ქონება 3 მილიარდ 100 მილიონ დოლარს შეადგენდა, ახლა კი მხოლოდ 2 მილიარდ 100 მილიონია.
ბიზნესი, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი ჯერ კიდევ ფლობს, მაგრამ მისი შვილები აკონტროლებენ, კომერციულ უძრავ ქონებასთან არის დაკავშირებული. კორონავირუსული პანდემიის დაწყებამდე ობიექტები შეფასებული იყო მილიარდ 900 მილიონ დოლარად, 2020 წლის 18 მარტისთვის კი ეს მოცულობა დაახლოებით მილიარდ 200 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
კომერციული უძრავი ქონების გარდა, პრეზიდენტი ფლობს 500-ზე მეტ საცხოვრებელ ქონებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლის ღირებულება 148 მილიონ დოლარამდე დაეცა.