ამერიკულმა ბიზნეს გამოცემა Forbes-მა სოციალური ქსელის TikTok-ის მომხმარებელთა რეიტინგი შეადგინა, რომლებმაც ამ ქსელის მეშვეობით სხვებზე უფრო მეტი თანხის გამომუშავება შეძლეს.რეიტინგში 7 ამერიკელი და კანდელი ახალგაზრდა მოხვდა. ყველა მათგანი ამ ქსელში მოკლე ვიდეოებს პერიოდულად ათავსებს და უმეტესობა მათგანი არის ცეკვები. რეიტინგის სათავეში მოხვდა 19 წლის ეიდსონ რეი ისტერლინგი ლუიზინას შტატიდან, მან ბოლო 12 თვეში TikTok-ის მეშვეობით 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მას 54 მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. მეორე და მესამე ადგილებზე არიან დები ჩარლი და დიქსი დ’ამერლოები ლოს-ანჯელესიდან. მათ 4 და 2 მილიონ 900 ათასი დოლარი გამოიმუშავეს.