კომპანია Ford-ი ევროპის მასშტაბით 322 ათას ავტომობილს უკან იწვევს. ამის მიზეზად კი მისი ელემენტების სისტემაში მჯავას გაჟონვის შედეგად პოტენციური აალების რისკი სახელდება. როგორც „როიტერსი“ წერს, მჟავას გაჟონვა ელემენტების ტერმინალზე ნეგატიურ ეფექტს იქონიებს, ის გადახურდება და აალების პოტენციურ საფრთხეს ქმნის.
გაწვევას ექვემდებარებიან მოდელები Mondeo, S-Max და Galaxy, რომლებიც 2014 წლის თებერვლიდან 2019 წლის თებერვლამდე არის წარმოებული.
კერძოდ, კომპანია გერმანიაში 101 ათას, დიდ ბრიტანეთში კი - 56 ათას ავტომობილს გაიწვევს, სწორედ ეს ქვეყნებია კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ბაზრები. დანარჩენი ავტომობილების გაწვევა კი სხვა ქვეყნებში მოხდება.