სტუდია 20th Century Fox-მა ფილმის „ფორდი ფერარის წინააღმდეგ“ (Ford v. Ferrari) პირველი თრეილერი გამოაქვეყნა, რომლის რეჟისორი ჯეისონ მენგოლდია. ფილმი 1966 წლის ავტორბოლაზე 2 კომპანიის რეალური მეტოქეობის ისტორიაზეა გადაღებული და მასში მთავარ როლებს მეტ დეიმონი და კრისტიან ბეილი ასრულებენ. ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის 14 ნოემბერს გაიმართება.