ფოთის "ცხელების კლინიკაში" მოთავსებულ ორ ბავშვს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდგინდა. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, დღეს ერთი პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან.
ბავშვები, რომლებსაც ინფექციაზე ტესტი ჩაუტარდათ, 1 წლის გოგონა და 6 წლის ბიჭი არიან. ისინი ვირუსის რესპირატორული სიმპტომებით ცხელების ცენტრის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობდნენ.