ფოთლების, ბაღის და/ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა 500 ლარით დასჯადი ქმედება ხდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შედის. კოდექსის არსებული რედაქცია, აღნიშნული ქმედებისთვის 200 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას გაზრდილი ოდენობის ჯარიმით - 1 500 ლარით.
რაც შეეხება სახიფათო ნარჩენებს, ფიზიკური პირები, რომლებიც სახიფათო ნარჩენებს საკანალიზაციო სისტემაში ან მიწისქვეშა ან ზედაპირულ წყლებში ჩაუშვებენ, დაჯარიმდებიან 5 000 ლარით, ნაცვლად 400 ლარისა, ხოლო იურიდიული პირები - 10 000 ლარით, ნაცვლად 1 000 ლარისა.