აჭარის კულინარიულ გზამკვლევში 80-მდე აჭარული კერძის შეტანა იგეგმება. წიგნში, რომელზეც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მუშაობს, ნაკლებცნობილი და მივიწყებული აჭარული კერძების, დესერტებისა და წასახემსებლების რეცეპტები, ფოტოები და კერძთან დაკავშირებული ტრადიციები განთავსდება.კულინარიული ექსპედიციისას ჩატარებულმა კვლევამ ისეთი კერძებისა და დესერტების გაცოცხლებას შეუწყო ხელი, რომლებსაც ადგილობრივებიც აღარ იცნობენ და იყენებენ კვებისას. სირვალი, მოთრიელა, ჭინჭრიბუხი, ფესტილშორვა, ქათმის ფიფინა, ყაფლამა იმ 76 კერძს შორისაა, რომელთა რეცეპტებსაც დაინტერესებული პირები კულინარიულ გზამკვლევში ნახავენ.
ოველწლიური კონკურსის Historical Photographer of the Year (ისტორიის წლის საუკეთესო ფოტოგრაფი) გამარჯვებულები დასახელდნენ. ამის შესახებ BBC წერს.გამოცემის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობისთვის ფოტოგრაფებმა ისტორიული ლოკაციებისა ან ობიექტების ფოტოები უნდა გაგზავნონ. წელს საუკეთესოდ სტივ ლიდარდი დასახელდა, რომელმაც ფოტო უელსში, უაიტფორდ პოინტის შუქურას გადაუღო.ჟიურის წევრები სურათის ორიგინალობას, კომპოზიციას, ტექნიკურ შესრულებას აფასებენ. „საუკეთესო ფოტოგრაფის“ გარდა გამარჯვებულები კიდევ რამდენიმე კატეგორიაში დასახელდნენ.კატეგორია „ისტორიული ინგლისი“/ სემ ბაინდინგიკატეგორია „სად მოხდა ისტორია“/ იენ მაკკალუმიფინალში ასევე მოხვდნენ:დევიდ ოქსტაბიჯო ბორჟსონიმეთიუ ტერნერი