"ფოტორეპორტიორების საქმეზე" დეპუტატი ეკა ბესელია და მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი დაიკითხებიან. აღნიშნული შუამდგომლობა პროკურორმა ემზარ გაგნიძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააყენა, სადაც ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტორეპორტიორების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა დაიწყო.დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდება და თავად ფოტორეპორტიორები შესავალი სიტყვებით წარსდგნენ. პროკურორმა იმ გარემოებებზე ისაუბრა, რის საფუძველზეც პროკურატრამ ახალი გამოძიების ფარგლებში დაადგინა, რომ ფოტორეპორტიორები უდანაშაულოები არიან და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა იშუამდგომლა.