ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
შეკრებილებმა ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. მათი განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება. მათივე თქმით, აღნიშნული ნივთიერების ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება.
აქციის მონაწილეები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრობლემის დროულად მოგვარებას მოითხოვენ.