09:12
5 ივნისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Fox Corp.-ის ხელმძღვანელები ხელფასებს სექტემბრის ბოლომდე არ აიღებენ
27-04-2020

ამერიკული მედია კომპანია Fox- ის წამყვანი მენეჯერები სექტემბრის ბოლომდე ხელფასებს აღარ აიღებენ.
ეს გადაწყვეტილება კომპანიის ხელმძღვანელობამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო მიიღო.

როგორც Fox-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლაჩლან მერდოკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, ხელფასს არ აიღებს მამამისი რუპერტ მერდოკი, რომელიც კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს.

ამასთან, ცნობილია, რომ 30 სექტემბრამდე ხელფასის 50%-ით ნაკლებს აიღებენ კოპრორაციაში მომუშავე მაღალი თანამდებობის 700-მდე პირი, მათ შორის, Fox News-ის აღმასრულებელი დირექტორი სიუზან სკოტი, Fox Entertainment-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩარლი კოლიერი და Fox Sports-ის აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შანკები.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები