ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრები პარლამენტში ექიმებს და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი მთავრობის 520-ე დადგენილებას ეხებოდა, რომელიც კლინიკებისთვის ერთიან ტარიფს აწესებს.
ამავე შეხვედრაზე ისაუბრეს იმ დავალიანების თაობაზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კლინიკების მიმართ და დეპუტატებმა მოისმინეს ინფორმაცია, რამდენად ხდება მისი დაფარვა.
როგორც ფრაქციის წევრმა, ლევან კობერიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, ისინი მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ვითარებაა სამედიცინო დაწესებულებებში 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვის თავზე.