საპარლამენტო ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელთან და დიპლომატებთან შეხვედრა გამართეს. ფრაქციის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე გამახვილდა. ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და საარჩევნო სისტემაზე.
შეხვედრის დაწყების წინ კომენტარი გააკეთა კარლ ჰარცელმაც. მისი თქმით ის დღევანდელი შეხვედრიდან პოლიტიკურ ვითარებაში გარკვევას და ფრაქციის მიზნებისა გაცნობასა და 2020 წლის საპარლამენტო წლის შესახებ მათი შენიშვნების მოსმენა ელოდა.