"France24"-ის ცნობით, გასულ წერს საფრანგეთს 7 000-მა ქართველმა თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა, რაც სირიელ და ერაყელ თავშესაფრის მაძიებლებს აღემატება. გამოცემა, მოთხოვნის ზრდას, თავშესაფრის მაძიებელთათვის უფასო მკურნალობას უკავშირებს.
"ქუთაისის აეროპორტში ყველა ფრენა პარიზის მიმართულებით, ბოლომდე დაჯავშნილია. ბევრი ტურისტია, მაგრამ არა ყველა. ამის დადგენას ფრანგი ემიგრაციის ოფიცრები ცდილობენ", - აცხადებს გამოცემის ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, საფრანგეთში თავშესაფრის მოთხოვნის გაზრდილი მაჩვენებლის გამო, საქართველოს აეროპორტებში საფრანგეთის საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებიც მუშაობენ, ხოლო საფრანგეთის აეროპორტებში საქართველოს საემიგრაციო სამსახურია წარმოდგენილი.