ფრანგმა სამხედროებმა მალიში „ალ-ქაიდას“ ჩრდილო-აფრიკული განშტოების ლიდერი აბდელმალეკ დრუკდელი მოკლეს, - შესაბამის ინფორმაციას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, ფლორენს ფარლი, ავრცელებს. „3 ივნისს, მალიში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭრით, მაღრიბში ალ-ქაიდას ლიდერი, აბდელმალეკ დრუკდელი და მისი ახლო გარემოცვის წევრები მოკლეს“, - წერს ფლორენს ფარლი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“ აღსანიშნავია, რომ აბდელმალეკ დრუკდელი ავღანეთის, ერაყისა და აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში არაერთი ტერაქტის ორგანიზატორი იყო.