ფორმულა ერთის არაერთგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი პარიზის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
შუმახერი მიმდინარე წლის 3 იანვარს 50 წლის გახდა, თუმცა, იგი საზოგადოებას ბოლო 5 წელია არ უნახავს, მას შემდეგ რაც საფრანგეთის ალპებში თხილამურებით სრიალის დროს სერიოზულად დაშავდა. მან თავის დაზიანებები მიიღო და კომაში იყო.
ორშაბათს შუმახერი პარიზის პომპიდუს საავადმყოფოში მიიყვანეს.
გავრცელებული ცნობებით, ყოფილ ჩემპიონს სერიოზული მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს, კერძოდ უნდა გადაუნერგონ ღეროვანი უჯრედები. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შუმახერის პრესსპიკერი კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.