სამართლიანობის ძველეგვიპტური სიმბოლოს და პლანეტის უმსხვილესი ფრინველის - აფრიკული სირაქლემას გაბარიტები, მართლაც შთამბეჭდავია. თუმცა, ფრინველი არა მხოლოდ საკუთარი მასიურობით გამოირჩევა სხვა ფრთოსანებისგან, არამედ უნიკალური ცხოვრების წესით და პირველ რიგში ოფიციალური სახელით, რომელიც ბერძნულიდან თარგმანში "ბეღურა-აქლემს" ნიშნავს. ორიგინალური სახელწოდება სირაქლემამ დამახასიათებელი თავისებურებების წყალობით მიიღო - აქლემის მსგავსად მას მეტყველი თვალები, გრძელი წამწამები, ორთითიანი კიდურები და გულის კოჟრი აქვს, ბეღურასთან კი, პატარა და განუვითარებელი ფრთები ანათესავებს.