09:22
5 ივნისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ფუფუნების საგნების გლობალური გაყიდვები შესაძლოა, 50-60%-ით შემცირდეს
12-05-2020

"პირადი ფუფუნების" საგნების გლობალური გაყიდვები, მათ შორის ტანსაცმლის, სამკაულების, საათების და აქსესუარების, აპრილ-ივნისში შესაძლოა, 50-60%-ით შემცირდეს.

საკონსულტაციო კომპანიის Bain&Company-ის დასკვნის მიხედვით, ამის მიზეზი კორონავირუსის ეპიდემიის გამო ასეთ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებაა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო ეპიდემიის გამო დაწესებულ მკაცრ ზომებს არბილებს, სავარაუდოდ, ძვირადღირებული პროდუქციის გაყიდვები წლიურად 20-35% -ით, 180-220 მილიარდ ევრომდე შემცირდება.

2019 წელს "პირადი ფუფუნების" ბაზარზე გაყიდვები 281 მილიარდ ევროდ არის შეფასებული. სავარაუდოდ, გაყიდვები ამ დონეზე 2022-2023 წლებში დაბრუნდება. ამასთან, პროგნოზის თანახმად, 2025 წლისთვის "პერსონალური ფუფუნების" საგნების ბაზარი 320-330 მილიარდ ევროს მიაღწევს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები