2020 წლის აპრილში საქართველოში უცხოეთიდან გადმორიცხული თანხის მოცულობა 42,3%-ით შემცირდა. აპრილში ფულადმა გზავნილებმა 79 მილიონ 78 ათასი დოლარი შეადგინა, ეს კი 58 მილიონ 39 ათასი დოლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან აპრილში საქართველოში უცხოეთიდან 137 მილიონ 118 ათასი დოლარი გადმოირიცხა.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტად გზავნილები რუსეთიდან შემცირდა, აქ კლებამ 61,8% შეადგინა, 27,5%-ით შემცირდა ფულადი გზავნილები იტალიიდან, საბერძნეთიდან კი გადმორიცხვებმა 37,8%-ით დაიკლო.
რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხვებს, 2020 წლის აპრილში უცხოეთში გზავნილებმა 9 მილიონ 999 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 47,7%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შარშან აპრილში ქვეყნიდან 19 მილიონ 131 ათასი დოლარი გადაირიცხა.
ფულადი გზავნილების შემცირების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობაა.