ფულადი სახსრების მოზიდვაზე შეზღუდვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 15 ივლისიდან შეეხებათ. სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, მეწარმე სუბიექტებს ფულადი სახსრების მოზიდვა შეეზღუდათ. თუმცა, ეს ცვლილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე ივლისამდე არ გავრცელდება. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის 13 იანვრის ბრძანებაშია ნათქვამი.