ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი, 56 წლის კიანუ რივზი ათასიდან, ალბათ, ის ერთადერთია, რომელსაც საზოგადოება მიუხედავად მსახიობის ულევი წარმატებისა და კარიერული წინსვლისა, მისი პიროვნული და ინდივიდუალური მახასიათებლების გამო უფრო მეტად იცნობს. მას არ აქვს ბევრი სახლი, არ ესწრება სელებრითულ წვეულებებს, არ იყენებს სოციალურ მედიას, მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მატერიალურ ნივთებს არ ანიჭებს უპირატესობას:
მსახიობმა ერთ-ერთ გამოცემასთან განაცხადა: „ფული ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მე უკვე ძალიან ბევრი გამოვიმუშავე, მაგრამ მინდა ცხოვრებისგან სიამოვნება მივიღო და საბანკო ანგარიშებით თავს სტრესი არ მივაყენო. ბევრს გავცემ და მარტივად ვცხოვრობ, უმეტესწილად სასტუმროებში. ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ჯანმრთელობა მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია“. „ვიცი, რომ ჩემზე ბევრ ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება აქვს, თითქოს მარტოსული ვარ, მე არ მყავს ბევრი ახლო მეგობარი. მაგრამ მიყვარს მშვიდად ცხოვრება. ასეთი ადამიანი ვარ“.
„ხელოვნება არის ადამიანებში სიკეთის პოვნის მცდელობა და სამყაროს უფრო შემწყნარებელ ადგილად გარდაქმნა… მე იმ აზროვნებით გავიზარდე, რომ ხალხს ზუსტად ისე უნდა მოვექცე, როგორც მინდა თავად მომექცნენ. ამას პატივისცემა ჰქვია“.