საქალაქო სასამართლოში "თიბისი ბანკის" ბრალდებული დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე ბიზნესმენ ავთო წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები უნდა წარმოთქვან.
როგორც პროკურორმა გიორგი მიქავამ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ბრალდების მხარე პროცესზე ყველა იმ მნიშვნელოვან მტკიცებულებას მიმოიხილავს, რომელიც ადასტურებს საქმის ყველა ძირეულ და მნიშვნელოვან გარემოებას.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000-700 000 ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული. ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.