დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ტურიზმისა და ტრანსპორტის განახლების საკითხი განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ით გამოწვეული პრობლემები ნარჩუნდება, დიდი შვიდეულის ექსპერტები გამოვიდნენ ინიციატივით, გამოცოცხლდეს გლობალური სატრანსპორტო სისტემა.
შვიდეულის წარმომადგენლებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება ტრანსპორტის მნიშვნელობაზე მსოფლიო ეკონომიკის აღდგენაში.