ქუთაისში ხელოვნების პარკისთვის ტერიტორიის გამოყოფის მოთხოვნით არტისტების აქცია-პერფორმანსი "გააპარტყუნე ყურები" გაიმართა. თბილისში სახვითი ხელოვნების მუზეუმთან შეკრებილმა არტისტებმა პრემიერ-მინისტრს მიმართეს და დახმარება სთხოვეს.
აქციის მონაწილეები, პროექტის განხილვის მიზნით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ან ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან შეხვედრასაც ითხოვენ. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში არტისტები აქციების გაგრძელებას აანონსებენ.