გაათავისუფლეს თუ არა სამსახურიდან პატრიარქის დაცვის სამსახურის 17 წევრი. შინაგან საქმეთა სამინისტროში გავრცელებ ულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. უწყებაში, რომელსაც დაცვის პოლიცია და შესაბამისად, პატრიარქის დაცვა ექვემდებარება, განმარტავენ, რომ საპატრიარქოს დაცვის ყველა მოქმედი თანამშრომელი სამინისტროს რიგებში რჩება. უცნობია სოსო ოხანაშვილის პოზიცია, რომელიც ამ თემაზე განცხადების გაკეთებას მიმდინარე დღეებში აპირებს. პატრიარქის დაცვის უფროსის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა. ტელეკომპანია იბერიას ინფორმაციით, პატრიარქის ახალი დაცვის უფროსი ივანე კაბაიძეა.