თუ ტუჩები გიშრებათ და გისკდებათ, აუცილებელია გამოირიცხოს ანემია, შესაძლოა მიზეზი B2 ვიტამინის ნაკლებობა იყოს. პირველ რიგში გადაეჩვიეთ ტუჩების დასველების მავნე ჩვევას. ეცადეთ სწორად იკვებოთ: მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი C, E და B ვიტამინისა და რკინის შემცველი პროდუქტები. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.• გამოიყენეთ ბალზამი ტუჩებისთვის. ყველაზე კარგია, თუ მის შემადგენლობაში იქნება კაკაოს ზეთი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ზოგს მასზე ალერგია აქვს. აუცილებელია,რომ ტუჩებზე ბალზამი ხშირ-ხშირად წაისვით. ასევე კარგია ჰიგიენური პომადის ხშირი გამოყენება; • შეზღუდეთ ალკოჰოლის, ყავის, ცხარე საკვების, ციტრუსების, უხეში პურის და ორცხობილის მიღება.