საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მის წინააღმდეგ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის საჩივარს მორიგ ფანდსა და ყურადღების გადატანის მცდელობას უწოდებს.
ვოლსკის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძემ გადაწყვიტა, რომ მისი მისამართით არსებულ მთავარ კითხვებს თავი აარიდოს და პოლიტიკურ ველზე პოზიციები გაიძლიეროს. მისივე თქმით, აჯობებს, რომ ჯაფარიძემ და ხაზარაძემ იმას უპასუხონ, სად გაქრა 17 მილიონი დოლარი, ვიდრე ისაუბრონ, მიაყენა თუ არა ვოლსკიმ მათ შეურაცხყოფა.