ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეორნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ბალანსის მიხედვით რუსეთს ხორბლის მოსავალი 5%-ით შეუმცირდა. საქართველოში კი დღესდღეობით ხორბლის 90% რუსეთიდან შემოდის. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ რუსეთში ხორბლის მოსავლის შემცირება საქართველოში პურის ფასის მნიშვნელოვან მატებას ვერ გამოიწვევს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის სექტემბრიდან საქართველოში 300 000 ტონამდე ყაზახური ხორბალის იმპორტი იგეგმება, რაც ექსპერტების შეფასების ხელს შეუწყობს ბაზრის დივერსიფიცირებას.