მსოფლიოში 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინევსტიციები 30-40%-ით შემცირდება, პანდემიის მეორე ტალღის გამო კი, შესაძლოა, საერთოდაც 50%-ს მიაღწიოს. ეს კი ზოგიერთი განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებს ძირს უთხრის. ამის შესახებ საუბარია გაეროს მიერ გამოქვეყნებულ ბიულეტენში, რომელიც ჟენევაში ვაჭრობის კონფერენციაზე გამოქვეყნდა.
ორგანიზაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა 49%-ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვინაიდან მსოფლიოს მასშტაბით ლოქდაუნებმა საინვესტიციო პროექტები შეანელა, ხოლო ღრმა რეცესიის პერსპექტივამ გამოიწვია ახალი პროექტების გადაფასება.
ამასთან, ამავე დოკუმენტით 81%-ით არის შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. განვითარებად ქვეყნებში კი კლებამ შეადგინა 16%, რაც ექსპერტების შეფასებით „მოლოდინებზე ნაკლებია“.