წელს კორონავირუსის ეპიდემია დედამიწაზე 71 მილიონი ადამიანის უკიდურეს სიღარიბეს გამოიწვევს. ამის შესახებ აღნიშნულია გაეროს მეორე მოხსენებაში, რომელიც კორონავირუსის გავლენას ეხება.
ანგარიშის თანახმად, დაახლოებით მილიარდ 600 მილიონი დასაქმებულის შემოსავალი კრიზისის პირველ თვეში უკვე 60%-ით შემცირდა. ავტორების თქმით, მოსალოდნელია, რომ სამხრეთ აზიასა და აფრიკის ქვეყნებში ექსტრემალური სიღარიბის ყველაზე დიდი ზრდა მოხდეს.