10:44
5 ივნისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
გაერო: პანდემია მსოფლიო წარმოებას 8,5 ტრილიონ დოლარით შეამცირებს
15-05-2020

გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის პროგნოზის თანახმად, გლობალური ეკონომიკა 2020 წელს კოროვირუსული პანდემიის გამო დაახლოებით 3.2% დაეცემა.

როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, COVID-19- ის პანდემიით, გლობალური ეკონომიკა სავარაუდოდ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 8 ტრილიონ 500 მილიარდ დოლარს დაკარგავს, რაც გაანადგურებს წინა ოთხი წლის განმავლობაში მიღწეულ ყველა დადებით შედეგს. პროგნოზის მიხედვით, ეს იქნება ყველაზე დიდი ვარდნა, 1930 წლის დიდი დეპრესიის შემდეგ.

დეპარტამენტის ექსპერტების აზრით, 2020 წელს განვითარებულ ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5%-მდე შემცირდება. 2021 წელს კი მოსალოდნელია ეკონომიკის 3.4% -იანი ზრდა, რაც სრულად ვერ დააკომპენსირებს დაკარგულს.

ამასთან, ექსპერტების მოსაზრებით, 2020 წელს მოთხოვნის მკვეთრი ვარდნისა და გლობალური მიწოდების ქსელების შეფერხების ფონზე, გლობალური ვაჭრობა შესაძლოა, 15%-მდე შემცირდეს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები