00:30
9 აგვისტო, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
გაერო - რომელ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ემუქრებათ სამსახურის დაკარგვა
30-03-2020

გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსმა არა მხოლოდ ჯანდაცვის კრიზისი, არამედ ეკონომიკური და შრომითი ბაზრის კრიზისიც გამოიწვია.

"ეს უკვე მსოფლიო ჯანდაცვის კრიზისი აღარაა. ეს შრომითი ბაზრის და ეკონომიკური კრიზისიცაა",-აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, პანდემიის ფონზე, შესაძლოა, 24 მილიონი ადამიანი უმუშევარი დარჩეს.

"გლობალური უმუშევრობა, შესაძლოა, სულ მცირე 5.3 მილიონით გაიზარდოს, ხოლო უფრო სხვა სცენარით, 24 მილიონით",-ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით სამსახურის დაკარგვა განსაკუთრებით თვითსაქმებულებს, მომსახურების სფეროსა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს, ასევე არალეგალ მიგრანტებს ემუქრებათ.

გაერო არსებულ ვითარებას 2008-2009 წლების კრიზისსაც ადარებს.

აღნიშნულ წლებში სამუშაო ადგილი 22-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები