გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც კორონავირუსის "უპრეცედენტო ეფექტებზე" საუბრობს. გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ტიჟიან მუჰამედ-ბანდემ წევრ ქვეყნებს წერილი გაუგზავნა, სადაც "გლობალურ სოლიდარობაზეა" საუბარი.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ კორონავირუსმა გამოიწვია ქვეყნების ეკონომიკების სერიოზული დაზიანება და ყველაზე მეტად ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფები დაზარალდნენ.
ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა. ვირუსს ამ დრომდე, 53000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.