გაეროს გენერალური მდივანი აზიის ქვეყნებს ნახშირის მოპოვების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ნახშირის მოპოვება და მოხმარება გლობალურ დათბობას უწყობს ხელს.
ამასთან, როგორც გაეროს გენმდივანმა განაცხადა, დღეისთვის ნახშირის მოპოვება ყველაზე ინტენსიურად აზიის ქვეყნებში ხდება.
მანვე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ბოლო კვლევა გაიხსენა, რომლის მიხედვითაც, 2100 წლისთვის ზღვის დონის მატების გამო საცხოვრებელი სახლის დატოვება 300 მილიონ ადამიანს მოუწევს, მათ უმეტესობას კი აზიის ქვეყნები წარმოადგენენ.