გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობისა და პერსპექტივების 2022 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკა 2022 წელს 4%-ით, 2023 წელს კი - 3.5%-ით გაიზრდება, რაც გასული წლის 5.5%-იან ზრდასთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.
გაერო-ს პროგნოზით, განვითარებადი ქვეყნებისგან განსხვავებით, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა პანდემიამდელ პროგნოზებს თითქმის სრულად 2023 წლისთვის დაუბრუნდება.