გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშიას კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები მაღალმთიან აჭარაში შეხვედრებს აგრძელებენ. ისინი შუახევში, სოფელ ფურტიოში, იმყოფებოდნენ. მოსახლეობა ამბობს, რომ გაჩერდა ყველა მთავარი პროექტი, სადაც მოქალაქეების დასაქმება იგეგმებოდა, გაზრდილია სიღარიბე და უმუშევრობა.ვაშაძის განცხადებით, ამ ქვეყანას სჭირდება ნორმალური ხელისუფლება, რომელიც იფიქრებს არა საკუთარ თავზე, არამედ იზრუნებს მოქალაქეებზე.