ინგლისის საფეხბურთო კლუბი ლივერპული ქალაქ ლივერპულიდან, ასპარეზობს ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში პრემიერლიგაში. ლივერპული ჩამოყალიბდა ევერტონის საბჭოსა და კლუბის პრეზიდენტ ჯონ ჰოულდინგს შორის ენფილდის საფასურზე წარმოქმნილი დავის შედეგად. ევერტონმა რვა წელი გაატარა ენფილდზე, რის შემდეგაც გუდისონ პარკზე გადავიდა, ჰოულდინგმა კი ცარიელი სტადიონის ბაზაზე ახალი კლუბი დააფუძნა. კლუბს იმაზე მეტჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა, ვიდრე რომელიმე ინგლისურ კლუბს, ასევე მან მოიპოვა სამი უეფა-ს თასი, ოთხი უეფა-ს სუპერთასი, ერთი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, შიდა ტურნირებში ლივერპული ცხრამეტჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, შვიდჯერ მოიგო ასოციაციის თასი, ყველაზე მეტჯერ, რვაჯერ მოიპოვა ინგლისის ლიგის თასი და ხუთჯერ საფეხბურთო სუპერთასი.