ახალი სამეცნიერო კვლევების თანახმად, ალცჰაიმერის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შაქრის დიდი ოდენობით მომხარებაა. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს. კვლევის საწყის ეტაპზე, მეცნიერებმა შეისწავლეს სისხლში გლუკოზის შემცველობასა და ნევროლოგიური დეგენერაციის პროცესს შორის კავშირი. ბაასის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევარების მტკიცებით, სისხლში შაქრის დიდი შემცველობა საბედისწერო ზიანს აყენებს სისხლის იმ ნაწილაკებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დაავადების თავიდან არიდებაზე.