შრი-ლანკა ტროპიკული და განსაკუთრებულად მრავალფეროვანი კუნძულია. მას შეუძლია შემოგთავაზოთ ყველაფერი: ქვიშიანი სანაპირო, ბუდისტური შენობები, ჩაის პლანტაციები, გამწვანებული მთები, ველური ბუნება.
შრი-ლანკას ტრადიციულ სამზარეულოს ეტყობა ისტორიული და კულტურული წარსული. ბრინჯი, სუნელები, ბოსტნეული, ხილი და მეზობელი ქვეყნების სამზარეულოს გავლენა ადგილობრივ სამზარეულოზე, მის მრავალფეროვან გემოს უზრუნველყოფს.
აუცილებლად უნდა გასინჯოთ არაჟანი, კამეჩის რძის ხაჭოსგან და მდნარი ქოქოსისგან მომზადებული დესერტი, კარაქიანი ბლინის მსგავსი ჰოპერები, ერთმანეთში არეული კვერცხის, ბოსტნეულის და ტკბილეულის მრავალფეროვანი გემო. და, რაღა თქმა უნდა, შრი-ლანკა ქოქოსის, ზღვის პროდუქტების და სანელებლების მეფეა.
გთავაზობთ კერძებს, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ შრი ლანკაში.