ავსტრიაში საქართველოს საელჩო ამ ქვეყანაში მცხოვრებ და მოღვაწე ქართველ ხელოვანებს გვაცნობს. ერთ-ერთი მათგანი ბალერინა გახლავთ, ვენის სახელმწიფო ბალეტის პირველი სოლისტი, ქეთევან პაპავა.ქეთევან პაპავა 2006 წლიდან ვენის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის დასის წევრია. 2010 წლიდან ის ვენის სახელმწიფო ბალეტის სოლისტად გადაიყვანეს, ხოლო 2015 წლიდან საბალეტო დასის პირველი სოლისტია.ქეთევან, რატომ გადაწყვიტეთ ავსტრიაში ჩამოსვლა?როგორც ხელოვანმა და ბალერინამ გადავწყვიტე, შტრაუსის, მოცარტისა და ბეთჰოვენის სამშობლოში ჩამოვსულიყავი და ჩემი ბავშვობის ოცნება რეალობად მექცია – ვენის სახელმწიფო ოპერის ჯადოსნურ სცენაზე შემესრულებინა ჩემთვის საოცნებო როლები. უკვე 16 წელია, სახელმწიფო ოპერის წამყვანი სოლისტი ვარ და ვცდილობ, სიამოვნება მივანიჭო მაყურებელს, რომელიც ასე გულუხვად მანებივრებს თავისი აპლოდისმენტებით.