სინგაპური მდებარეობს ინდოეთის და წყნარ ოკეანეებს შორის და გარშემორტყმულია აზიის ბევრი ქვეყნით, რამაც განაპირობა მისი ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება. მსგავსი კლიმატიდან გამომდინარე ალბათ გასაკვირი არ არის ინგრედიენტების ხელმისაწვდომობა.
როდესაც სინგაპურში XIX საუკუნეში ვაჭრობის განვითარების მცდელობები დაიწყო, კუნძულზე დასახლდნენ მალაიზიელი, ჩინელი, ამერიკელი, მუსულმანი და ევროპელი იმიგრანტები, ასევე სინგაპური კოლონიზებული იყო ბრიტანეთის მიერ მეოცე საუკუნის შუამდე, რის შემდეგაც მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიამ დაიპყრო. ყველაფერი ეს ქვეყნის მრავალფეროვანი კულტურის და სამზარეულოს საფუძველია.
სინგაპურში გასტრონომიული მიმართულების განვითარება საუკუნეებს ითვლის.
აქ გასტრონომიას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ და მათთვის ეს მიმართულება კულტურასთან და თვითმყოფადობასთან ასოცირდება...სინგაპურში მეტად გავრცელებულია ქუჩის კვება, რომელიც უფრო მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომია...
სინგაპურის კერძები იყოფა ხუთ კატეგორიად: ხორცი, ზღვის პროდუქტი, ბრინჯი, ლაფშა, დესერტი და წასახემსებელი. სინგაპური ცნობილია ზღვის პროდუქტებით - კრაბი წიწაკით და კრაბი ჩილით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სინგაპურული კერძებია მსოფლიოში და ტურისტებისთვის პირველი კერძი, რომელიც უნდა დააგემოვნო. ტროპიკული ხილი სინგაპურში მთელი წლის განმავლობაშია ხელმისაწვდომი, თუმცა მისი უმეტესობა იმპორტულია სხვა ქვეყნებიდან. ყველაზე პოპულარული ხილია დურიანი, მაგრამ მძაფრი სუნის გამო ის აკრძალულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში და თავშეყრის ადგილებში. ასევე გავრცელებულია ჰაინანური ბრინჯი ქათმით - მოხარშული ქათამი ჩილის სოუსით და სხვადასხვა სახეობის ლაფშა - კვერცხით, ლორით, ბრინჯით, ქოქოსით, კრევეტით და ა.შ.
აქ ძირითადად ლუდის მოყვარულებს შეხვდებით, თუმცა სინგაპურში ალკოჰოლს ნაკლებად ეტანებიან...ასევე აქტუალურია რძიანი ჩაი და ყავა.