გაიზრდება თუ არა დენსა და წყალზე ტარიფი, ეს თვის ბოლომდე გახდება ცნობილი. საკითხზე მარეგულირებელ კომისიაში იმსჯელეს. სხდომა იქ 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. "სემეკს" კომპანიებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რა საინვესტიციო გეგმები აქვთ მომავალი სამი წლის განმავლობაში.მარეგულირებელმა კომისიამ უნდა დაადგინოს, რამდენად ადეკვატურია ეს გეგმები, რადგან, ინვესტიცია ერთ-ერთი კომპონენტია, რაც საბოლოოდ ტარიფს განსაზღვრავს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა აცხადებს რომ სამომხმარებლო ტარიფში გათვალისწინებული ლარის კურსთან დაკავშირებით საუბარი დღეს ცოტა ნაადრევია. მისი განმარტებით, დღეს მოქმედ სამომხმარებლო ტარიფში ლარის კურსი 2,50-ის ოდენობით არის გათვალისწინებული.