როგორც ბევრთან შედარებით ადრე დავიწყეთ ეპიდემისთან ბრძოლა, დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკაზე სულ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს.
მთავრობის მეთაურმა პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნდა იყოს აშკარა სხვაობა - რა კეთდება კრიზისის პერიოდში და რა - პოსტკრიზისულ პერიოდში.
გახარიას განცხადებით, ქვეყნებს შორის გლობალური კონკურენცია იმაზე დაიწყება, თუ რამდენად სწრაფად შეძლებენ ეკონომიკური პრობლემების დაძლევას.