ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე 46-ე კორპუსში ვითარება რთულია, რადგან სადარბაზო, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებოდნენ, სრულად ამორტიზებულია. ადგილობრივები მოსახლეობა ამბობს რომ იქ ცხოვრება საშიშია. მათი თქმით, დაზიანებულია საყრდენი კედელი, ჩამსხვრეულია ფანჯრები, ჩამოსულია წყალი და აქედან გამომდინარე, იქ ცხოვრება მომავალში წარმოუდგენელია. მცხოვრებლები იმედოვნებენ, რომ შესაბამის დახმარებას და კომპენსაციას მიიღებენ. სროლებისა და აფეთქებების შედეგად დაზიანებული სადარბაზოს მოსახლეობა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უკვე შეუშვეს. ისინი ბინებიდან კუთვნილი ნივთების გამოტანას ითხოვდნენ. კორპუსის მცხოვრებთა უმეტესობა ამ დროისთვის სასტუმროშია დაბინავებული. საცხოვრებელი შენობის ვარგისიანობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობა, პერიმეტრს კვლავ სპეცრაზმი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ.