"გალტ & თაგარტმა" "საქართველოს სალიზინგო კომპანიის" 10 მილიონი დოლარის ღირებულების 3 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა- ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ იუწყება. ხსენებულ ობლიგაციებზე მოთხოვნამ, მიწოდებას მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რამაც განაპირობა ობლიგაციების უპრეცენდენტოდ დაბალ პროცენტში განთავსება.
"საქართველოს სალიზინგო კომპანია" მომხმარებელს უკვე მეორედ აძლევს შესაძლებლობას ეფექტურად დააბანდოს თავისუფალი ფინანსური სახსრები GLC–ის ობლიგაციებში. 3 წლიანი, დოლარში დენომინირებული ობლიგაციები მომხმარებელს კუპონის ფიქსირებულ 7%-იან განაკვეთს სთავაზობს. განთავსების ერთადერთი აგენტი „გალტ & თაგარტია“.