შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების ჩარიცხვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე სავალდებულოა მონაცემების რამდენიმე ეტაპად შემოწმება, ეს პროცედურა კი ე.წ. წინასწარი ჩარიცხვების განხორციელებასაც გულისხმობს, რომლის შემდეგ რამდენიმე მიდგომით დასტურდება სისტემაში არსებული ყველა მონაცემისა და შედეგის სიზუსტე. ცენტრში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებების სერვისი გამართულად მუშაობს. მათ კი, ვინც ხარვეზის გამო "ეს-ემ-ეს"-ით ინფორმაცია ვერ მიიღო, თანხა არ ჩამოეჭრება.