შსს-მ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი გამოძალვის ბრალდებით დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - ინფორმაციას ძალოვანი უწყება ავრცელებს. ბრალდებული თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ერთ-ერთ მოქალაქეს, მუქარისა და იძულების გზით, თანხას სისტემატურად სძალავდა.გამოძიება გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.