20 მარტიდან საქართველოში დიდი ლიტერატურული კონკურსი, "გახდი ბესტსელერის ავტორი" მიმდინარეობს. ამ მოწოდებით გამომცემლობამ საშუალება მისცა მომავალ მწერლებს საკუთარი შემოქმედება ფართო მასებისთვის გაეცნოთ. ნაწარმოებები ინტერნეტ სივრცეში, გამომცემლობა პალიტრა L-ის ვებგვერდზე თავსდებოდა. ფორმატის მეშვეობით ყველა დაინტერესებულ პირს მიეცა საშუალება თვითონ წაეკითხა, შეეფასებინა და აერჩია საკუთარი ფავორიტი ნაწარმოები. კონკურსში 300-მდე ნაწარმოები იღებდა მონაწილეობას, რომელთაგან საზოგადოებამ და ჟიურიმ მეორე ტურისთვის ჯერ 15 შეარჩია, ხოლო გამარჯვებულის სტატუსი 5 ნაწარმოებს მიანიჭა. 3 გამარჯვებული ხალხის, ხოლო 2 კომპეტენტური ჟიურის მიერ შეირჩა, რომელთა ვინაობაც კონკურსის მსვლელობისას კონფიდენციალური იყო.